|
2023-06-09 14:09:39, 741 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სამუშაო ჯგუფის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები მცირე დროში და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა. „ყველაფერი გაკეთდა, რომ მიზნობრივი დახმარება გაგვეწია ფერმერებისთვის. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, წლებია ვახორციელებთ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობას, რათა მავნებელთან ბრძოლა ეფექტიანი იყოს. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „აღსანიშნავია, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის მიზნით, კადასტრის ოპერატორების ვიზიტი 300-მდე სოფელში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში შექმნილ კადასტრში რეგისტრირებულია 47,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი; მათ შორის, 44,000 ჰექტარზე მეტი 0,2-3 ჰექტრის ფართობის, დაახლოებით 3,000 ჰექტარი კი, 3 ჰა-ზე მეტი ფართობის ბაღია. სამუშაო ჯგუფში დასაქმებული იყო 140-ზე მეტი კადასტრის ოპერატორი, რომელთა შერჩევაც ადგილობრივი ახალგაზრდებისაგან მოხდა. მათ გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება სოფლის განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)