|
2023-06-08 13:18:42, 598 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია FAO-ს წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, FAO სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშემწყობი არაერთი პროექტი ხორციელდება. „ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება; ასევე დიდია დონორთა მხრიდან აღნიშნული მიმართულების ფინანსური მხარდაჭერა. მეტი შედეგის მისაღწევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მხარეების კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენთვის დასაფასებელია, რომ FAO-ს ყველა პროექტი სამინისტროს ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული, რაც მათ ეფექტიანობას განაპირობებს. გამომდინარე აქედან, მჯერა, რომ შედეგიანი და წარმატებული იქნება ის ახალი პროგრამებიც, რომელსაც ახლო მომავალში FAO-ს მხარდაჭერით განვახორციელებთ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა წარმოების ხელშეწყობის, აკვაკულტურის, თხილისა და მეცხოველეობის სექტორების განვითარებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე, ასევე, სოფლის განვითარების ხელშეწყობასა და პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირებაზე. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO გააგრძელებს ქვეყანაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას. საგრანტო პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში განხორციელდება, მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარება და სტიმული იქნება, რაც რეალურ შედეგებს მოიტანს. სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და FAO-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)