08:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 15:49:10, 1206 ნახვა

სამართალი
ბრაზილიაში, რიო-დეჟანეროში ქართველი მეზღვაური მოკლეს

ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დეჟანეროში ქართველი მეზღვაური ილია კახაბერიძე მოკლული იპოვეს. ბრაზილიის ტელეკომპანია "გლობოს" ცნობით, მეზღვაური გარდაცვლილი სასტუმროს ნომერში Rua do Lavradio-ში, ლაპაში, რიოს ცენტრში ნახეს. მას ახლდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მალევე დააკავეს.

უოლას დე ოლივეირა გომესი სასტუმროში 31 წლის ტურისტ ილია კახაბერიძესთან ერთად ღამის 2 საათზე დაბინავდა. დილის 6 საათამდე ცოტა ხნით ადრე, უოლასმა დატოვა ადგილი. სასტუმროს ადმინისტრატორმა  იეჭვა, რომ რაღაც კარგად არ იყო და ოთახის შესამოწმებლად წავიდა. სწორედ მაშინ იპოვა ილია საწოლზე მიბმული და უკვე გარდაცვლილი.

მეტროპოლიტენის პოლიციის მკვლელობის განყოფილებაში ეჭვმიტანილი გადაიყვანეს სადაც ჩაატარეს ექსპერტიზა.

ზოგიერთმა ადამიანმა იცნო უოლესი სასტუმროს სიახლოვეს და ის საბოლოოდ დააკავა სამხედრო პოლიციამ, მათივე ინფორმაციით დაკავებული მთავარი ეჭვმიტანილია ტურისტის სიკვდილში.

გარდა იმისა, რომ სასტუმროს ადმინისტრატორმა ეჭვმიტანილი ამოიცნო, ის შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების კამერებმა შენიშნეს.

მამაკაცი, რომელიც რიოს პოლიციას ჰყავს დაკავებული, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას სამშაბათს შუადღემდე მოუსმინეს. ტურისტის ცხედარი იურიდიულ სამედიცინო ინსტიტუტში გადაიგზავნება.

ილია იყო გემის მექანიკის ოფიცერი, მუშაობდა ბორტზე, მოგზაურობდა ქვეყნებში, ცხოვრობდა საქართველოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics