03:32 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 14:51:34, 1575 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ყაზბეგი" და „ქუთაისის აეროპორტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ი. რომლის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსისა და იქ განთავსებული ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში სპეციალურად მოწობილ სამალავებში აღმოჩენილი იქნა 2 128 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ლირიკა.

"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში.

ახალი ზელანდიისა და საქართველოს მოქალაქეების (ა.დ.-ს და ნ.დ.) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა, საერთო ჯამში 29 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტრიპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ",- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics