03:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 12:08:22, 755 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი

ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, პირველ რიგში მათ ტერიტორიების ოკუპირება, საქართველოზე ძეწოლა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ.

“მე კარგად მესმის ქართველი ხალხის შეშფოთების ამ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ქართველების სანქცირება აქ არაფერ შუაშია. რუსეთში ისედაც დაახლოებით 13 000 ქართველია და უმეტესობას ორმაგი რუსულ-ქართული მოქალაქეობა აქვს, ხოლო თუ ვინმეს რუსეთის დატოვება უნდოდა, უკვე დატოვეს გასულ წელს. სინამდვილეში მილიონამდე რუსი მოქალაქე ჩამოვა საქართველოში და შესაბამისად ეს ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რატომ არსებობს ქართველებს შორის შეშფოთება და ისიც გასაგებია, რომ მათ უნდათ გაიგონ, რა დაუჯდება ეს ყველაფერი საქართველოს. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ჯერ კიდევ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, ხალხს აპატიმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა შეწყვიტონ”,- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. ავიაკომპანია იტყობინება, რომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი ყოველდღიურად 19 მაისიდან შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს კიდევ ერთი ნებართვა გასცა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics