|
2023-05-18 19:45:31, 721 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად, სახელმწიფოს და მოქალაქეებს შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს
“განსაკუთრებით მიმდინარე წელს გამოჩნდა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ვინაიდან ჰოლდინგური და მსგავსი მსხვილი კარტელური შეთანხმებების შედეგად შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიადგეს როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენს მოქალაქეებს“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ზაზა ლომინაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, საუბარია იმ ჰოლდინგებზე, რომელიც, ფარმაცევტულ კომპანიებს,სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვეო კომპანიებს აერთიანებს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უწყებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. „ამასთან დაკავშირებით ნამდვილად დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე მზად იქნება. გეგმაში მკაფიოდ იქნება გაწერილი თუ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო და ვთქვა რეალურად რა მოლოდინი მაქვს , რადგანაც ეს სენსიტიური თემაა“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)