04:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 18:46:31, 748 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის პასუხი აღნიშნულ თემაზე არის ის, რომ მათი პოზიციის შეცვლა უკრაინის ომმა განაპირობა, აქედან გამომდინარე “2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა”.

„შეუძლებელია, ამაში სწორი ლოგიკა იპოვოთ. ოპოზიციის პასუხია, რომ პოზიციის შეცვლა ომმა განაპირობაო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის საქართველოს ომი ომად არ მიაჩნიათ, თურმე, მხოლოდ უკრაინის ომია ომი და საქართველოში რუსეთის მიერ ომი არ ყოფილა. არ შეიძლება, ასეთი მსჯელობა და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ. ომი, რომელიც ყველაზე მეტად გვეტკინა, 2008 წელს იყო, რომლის შემდეგადაც, ეს ხალხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკობდა.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა და იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სავიზო რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს. დღეს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, 108 NGO შეკრებილა და უთქვამთ, რომ დიახ. სანქციები უნდა დაწესდესო. საკუთარი მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ მაშინ, როდესაც იმ ხალხიდან ბევრი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, ბევრი გაგრძელება იყო და ბევრი მათ პათოსს დღეს იზიარებს. მათ ნარატივზე სხედან. თურმე, 2019 წლის შემდეგ, როცა ჩვენ და პარტნიორები ერთად სანქციების მოხსნას ვითხოვდით, იმით შეცვლილა, რომ ომი ყოფილა. თურმე, 2008 წლის ომი ომად არ მიაჩნდათ. ანუ, უკრაინის ომი ვიღაცებისთვის ომია და საქართველოს ომი – არა. გუშინ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ქალბატონი ბრძანებდა, პროუკრაინული უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლებაო. დიახ, ზოგადად, ამ ქვეყანაში ყველა პროდასავლური უნდა იყოს, მაგრამ უპირველესად, პროქართული უნდა იყო და ამის შემდეგ პროდასავლური“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისში ხვალ, 19 მაისს შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics