15:37 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 17:29:12, 963 ნახვა

პოლიტიკა
კლიჩკო - გვპირდებოდნენ ევროპულ მომავალს, რეალობა აღმოჩნდა სხვა, ასე დაიწყო მაიდანი, იგივე ხდება საქართველოში

იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული, [მას] სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება, ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ბრძოლა, მათივე უფლებების, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ხალხს უსმენდეს.

“მაიდანის მოძრაობა დაიწყო იმით, რომ იანუკოვიჩი ხალხს პირდებოდა ევროპულ მომავალს, დაპირება და რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული. თამაშობდა თამაშს და სურდა ჩვენი რუსეთში მიყვანა, რუსული კანონების განხორციელება. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბრძოლა, ადამიანის უფლებებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის. მნიშვნელოვანია მთავრობა უსმენდეს ხალხს”, - განაცხადა კლიჩკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics