|
2023-05-18 17:12:37, 764 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ეროვნული ვალდებულებაა, რომ არც ერთ „ნაცს“ არ გააჩნდეს არანაირი ბერკეტი
სწორი და სახელმწიფოებრივია, ეროვნული ვალდებულებაა, რომ არც ერთ "ნაცს" არ გააჩნდეს არანაირი ბერკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რომელიმე სერიოზულ საკითხზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის თქმით, "მათი პარტიული გენეტიკაა ფაშისტური მიდგომები, ბულინგი, გაჩუმება, ზეწოლა და რომ არ გამოსდით, უკიდურესად ღიზიანდებიან". "საინტერესო დღეები გვაქვს პარლამენტში: გუშინ "ნაცებმა ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს. დღეს "ნაცმოძრაობის" ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვა ასე დაიწყო - “რატომ აძლევთ თავს უფლებას თქვათ”… თქმის უფლებასო!.. არ ვაჭარბებ!.. არჩეულ დეპუტატის წინაშე დასმულ კითხვაში გამოიყენა ეს ფორმულირება… ცივილიზაციამ და შესაბამისმა კონსტიტუციებმა მიანიჭეს ეს უფლება დეპუტატებს, ჟურნალისტებს, სხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგადად, ადამიანებს. ჟურნალისტების მინიმუმ 90%-ზე მეტს არც მოაფიქრდება კითხვის ფორმულირებით მისი შეზღუდვა. ალბათ, ყველა ხვდება, რომ არაფერთან ეს ხალხი არ მიიშვება. ამიტომ, არის სწორი და სახელმწიფოებრივი, ეროვნული ვალდებულება, რომ არც ერთ "ნაცს" არ გააჩნდეს არანაირი ბერკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რომელიმე სერიოზულ საკითხზე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ მათი პარტიული გენეტიკაა ფაშისტური მიდგომები, ბულინგი, გაჩუმება, ზეწოლა და რომ არ გამოსდით, უკიდურესად ღიზიანდებიან. ანტიეროვნულობა და ფსევდოევროპელობა არა მხოლოდ ტრადიციების, საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ მსგავსი ფაშისტური ლიბერალიზმის ტრენდების დამკვიდრების მცდელობაც. რა უნდა დაუპირისპირდეს ამას? - მხოლოდ მყარი, პრინციპული, ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად პროგრესული, სიმართლეზე დაფუძნებული და რეალურად პროევროპული მიდგომები, რომელთა პოზიტიურმა, ისტორიულმა სინთეზმა უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყნის გაერთიანება, მისი ევროპული მომავალი და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება",- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)