04:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 14:02:22, 584 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ჩვენი ყველა არგუმენტი იყო მყარი - არ არსებობდა სხვა ლოგიკური გადაწყვეტილება გარდა იმისა, რაც მიიღო სტრასბურგმა სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრმა „იმედი-LIVE"-ს ეთერში სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილის თემის ირგვლივ მიმდინარე კამპანიის მიზანი იყო საქართველოს წარმოჩენა იმ სახელმწიფოდ, სადაც პატიმრებს აწამებენ, და ეს იყო პირდაპირი შეტევა სახელმწიფოზე.

„აქ იყო პრინციპული შეტევა სახელმწიფოზე, რადგან ამ ადამიანებს უნდოდათ, ისე წარმოეჩინათ, რომ საქართველოში პატიმარს აწამებენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სამკურნალო დაწესებულებაში მას არ მკურნალობენ და ეს სამედიცინო პერსონალი არ არის საიმედო, და დააყენეს ერთადერთი მოთხოვნა, რაც უკავშირდებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანას პოლონეთში, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ მათ უთხრა უარი. ეს იყო მათი ერთადერთი მოთხოვნა, ეს იყო დროებითი ღონისძიება და, აქვე განვმარტავ, თუ რას გულისხმობს დროებითი ღონისძიება.

ამ ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ანუ როდესაც შესაძლებელია, გაუჩნდეს რომელიმე მოსამართლეს, თუნდაც, ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ესაჭიროება სასწრაფოდ ქვეყნიდან გაყვანა – კონკრეტულად ვგულისხმობ სააკაშვილის შემთხვევას, რადგან მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელია, იყოს საფრთხის ქვეშ. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა არგუმენტი იყო იმდენად მყარი, რომ, მე ვფიქრობ, არ არსებობდა სხვა ლოგიკური გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო სასამართლომ, და ეს არ იყო მხოლოდ მარტო სარჩელი, უფრო სწორად, ჩვენი პასუხი სარჩელზე, არამედ ეს იყო მთელი ის ისტორია, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის შემოსვლას საქართველოში და მის განთავსებას პენიტენციურ დაწესებულებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics