|
2023-05-18 13:26:15, 1003 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი ფრენების აღდგენაზე - ძალიან ცუდ დროს დაემთხვა, როცა EU და მისი დედაქალაქები საქართველოს აკვირდებიან
ეს ყველაფერი დაემთხვა ძალიან ცუდ დროს, როცა ევროკავშირი და ევროკავშირის დედაქალაქები აკვირდებიან საქართველოს და მის ნაბიჯებს,- ასე ეხმაურება "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპოდენტი რიკარდ იოზვიაკი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას. იოზვიაკის თქმით, ბრიუსელში არ ესმით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა. "ბრიუსელში არ ესმით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის სანქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რუსებთან ფრენებს შეეხო. ასე, რომ ევროკავშირი ელის, რომ კანდიდატი ქვეყნები შეასრულებენ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არ არის ვალდებული ეს შეასრულოს, ვიდრე კანდიდატი გახდება, ეს ასეცაა, თუმცა ეს ყველაფერი დაემთხვა ძალიან ცუდ დროს, როცა ევროკავშირი და ევროკავშირის დედაქალაქები აკვირდებიან საქართველოს და მის ნაბიჯებს და უყურებენ, არის თუ არა ის, მართლა დაინტერესებული ინტეგრაციით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება შეფასებაზე, ეს მოახდენს ცუდ გავლენას. შესაძლებელია ამას ჰქონდეს ცუდი შედეგი და გააჩინოს კითხვები, სერიოზულად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით სვლა",- განაცხადა იოზვიაკმა. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)