|
2023-05-17 18:45:49, 1228 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის პრეზიდენტი - როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს
როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი, აქედან გამომდინარე ჩეხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მხარს უჭერს. "გადამწყვეტია, რომ დადგეს რუსეთის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ უაზრო ომის მსხვერპლისთვის სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ. სწორედ ამ მიზნით, ჩეხეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და წინადადებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც გაასამართლებს დამნაშავეებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებისთვის. ეს არ არის რეესტრი, არის საკვანძო ელემენტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეესტრი რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. როდესაც ჩვენი ყურადღების სამიზნე უკრაინაა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, მოლდოვა და სხვა პარტნიორებიც, რომლებიც აღმოჩნდნენ რუსული ზეწოლისა და დაშინების პირისპირ. მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერა. მათ შორის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაველმა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)