06:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 09:22:26, 708 ნახვა

პოლიტიკა
პატელი ფრენების აღდგენაზე - სიტუაციაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ

ამ სიტუაციაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პატელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთისგან დასავლური სამყარო დისტანცირდა და ახლა მასთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

"თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება, ეს მზარდად შემაშფოთებელი იქნება არამარტო შეერთებული შტატებისთვის, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც. ასევე, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებიდან მუშაობენ, თუ ისინი იმ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან.

რუსეთისგან მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა და გვჯერა, რომ ახლა მასთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება მკაფიოდ გამოვხატეთ და ნათლად ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ ბევრი დასავლური ქვეყნის მსგავსად, ჩვენ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლის აკრძალვისთვის ზომები მიღებული გვაქვს. ამ სიტუაციაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ", - აცხადებს პატელი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. ავიაკომპანია იტყობინება, რომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი ყოველდღიურად 19 მაისიდან შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, გუშინ, 16 მაისს კიდევ ერთი ნებართვა გასცა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics