06:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 17:46:28, 668 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მისასალმებელია, როცა სანქციები მოხსნილია, ასევე სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს

მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს. აქეთკენ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, რუსეთის გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, პარლამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას, თუმცა უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა არ იქნას გამოყენებული დასავლური სამყაროს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

„რაც შეეხება ფრენებს, ეს იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, რუსეთმა მოხსნა ეს სანქცია და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომლებიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის, ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს. აქეთკენ უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, რუსეთის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ითქვა მკაფიოდ, რომ არც ერთი ავიაკომპანია, არც ერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაჯდება და მეორე, საქართველო არ აპირებს დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და მეორე მხრივ, არ უწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics