06:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 17:39:19, 688 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში ჩიხური მდგომარეობაა, რაც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტების საკითხთან მიმართებით ჩანს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არ არის.

მისი თქმით, ოპოზიცია ეძებს საბაბს იმისთვის, რომ ამ პროცესში კონსტრუქციული არ იყოს.

„იცით, რომ კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბერში დასრულდა. შემდეგ მათივე მოთხოვნით გადაიდო კენჭისყრა, ვინაიდან სრულად ჩამოყალიბებულიყვნენ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თვეები გავიდა და მათი მხრიდან პოზიცია დღემდე არ გვესმის. უმარტივესი კითხვა იყო დასმული, ვინ არიან ის კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერენ და დაასაბუთონ წერილობით, რატომ უჭერენ მხარს ამა თუ იმ კანდიდატს. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი რეკომენდაციების შესრულებისთვის, რომ იუსტიციის საბჭო იყოს სრულად დაკომპლექტებული. აქაც ჩიხური მდგომარეობაა და ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა კენჭი უყაროს ამ კანდიდატებს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმებას, იმიტომ, რომ ან უნდა შევთანხმდეთ კანდიდატებზე ან ხელახლა უნდა დაიწყოს ეს პროცესი, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული.

„ოპოზიცია ყველგან აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ არ არის მზად კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში პროცესები ჩიხში ექცევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics