06:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 16:35:32, 690 ნახვა

პოლიტიკა
ერმაკი ფრენების აღდგენაზე - როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია

როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.

ერმაკის თქმით, საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს, 2014 წლიდან კი ის კლავს უკრაინელებს.

"საქართველომ კიდევ ერთ ავიაკომპანიას დართო ნება რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენებზე - Georgian Airways, მანამდე იყო Azimuth.

ქართველი ხალხი მუდმივად სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს, 2014 წლიდან კი ის კლავს უკრაინელებს.

მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს, უგულებელყოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები; განადგურებული მარინკა; ისინი ვინც ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლეს; ბავშვების გატაცება...როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია",- წერს ერმაკი.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics