|
2023-05-16 16:03:14, 659 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ბერძენიშვილზე - ყინულმჭრელია მახინჯი, ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის
ლევან ბერძენიშვილი მახინჯი ყინულმჭრელია, ფსევდოლიბერალური მიმდინარეობის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ბერძენიშვილი საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებსა და გმირებს ებრძვის. "თავად ხელისუფლებას კი არა, საუკუნეების წინანდელ აღიარებულ წმინდანებს და გმირებს ებრძვის და ხელისუფლებას რომ ებრძოლოს, დიდი ამბავი, საერთოდ არ გაგვიკვირდება. ეს არის ადამიანი, რომელიც მთავარს ებრძვის, არა თუ ხელისუფლებას, ებრძვის ეროვნულ იდენტობას და ყველაფერს ეროვნულს. ეს არის ადამიანი, რომელიც წმინდანებს შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის ყინულმჭრელი ახალი, მახინჯი, ფსევდო ლიბერალური მიმდინარეობს, იმ ადამიანების წინ მდგომი ადამიანი, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერი ეროვნული, გახადონ, მაგალითად რუსული. რაღაცას რომ ვიტყვი რაც ქართულ, ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, მყისვე მცდელობა ხდება იმისა, რომ რაღაცნაირად ეს დაკავშირებულ იქნას რუსულ საქმესთან და ლევან ბერძენიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ყინულმჭრელი, ამ ძალიან ცუდ, ანტიეროვნულ საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ვიღაც ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს",- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ, პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული და მათი მიზანი, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)