06:32 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 15:51:05, 686 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 600 ვაგონი რუსული, სანქცირებული მაზუთი დგას ყულევში - კორუფციული სქემის უკან უჩა მამაცაშვილი და პუტინის ბიზნესმენები დგანან

600 ვაგონი რუსული, სანქცირებული მაზუთი დგას ყულევში. საუბარია 35 000 ტონა ტვირთზე. გაყალბებულია წარმოშობის სერთიფიკატი - ამ კორუფციული სქემის უკან უჩა მამაცაშვილი და რუსი, პუტინის ბიზნესმენები დგანან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

ხაბეიშვილის თქმით, ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი გაყალბებულია.

"პუტინის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, იმ პუტინის, ბავშვების მოკვლით რომ არის დაკავებული, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით, უკრაინაში ტერორიზმით, ფაქტობრივად, ასეთი განცხადებები მოვისმინე: კეთილი ნება, სამართლიანი, სასიკეთოდ წაადგება და თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამას მარგარიტა სიმონიანი ან სალავიოვი საუბრობდა, ამას საუბრობდა თეა წულუკიანი, რუსული პარტიის, რუსული მთავრობის წარმომადგენელი, ასე ლაპარაკობდა პუტინზე, ამ ტერორისტზე, 123 ქვეყანაში რომ ძებნილად არის გამოცხადებული, ლაპარაკობდა რომ სასიკეთო, სამართლიანი გადაწყვეტილებააო და არც შერცხვათ, უმრავლესობის ბევრმა წევრმა გაიმეორა მერე იგივე.

სანქციებზე როცა საუბრობთ, ჩვენ ვითხოვთ სანქცირებას ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ლილუაშვილის და მისი გარემოცვის და არა ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. მინდა ერთი ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს სწრაფად: ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი - აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს გადაზიდვა განახორციელა კომპანია „მადოფსმა“.

ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი არის გაყალბებული და ნათქვამია, რომ თითქოს „რუსთავ ოილი“ არის ასეთი და იქ მოიპოვეს თურმე, თუ გადაამუშავეს მაზუთი. არადა „რუსთავ ოილს“ ლიცენზია მხოლოდ ბიტუმის გადამუშავებაზე აქვს. ანუ ეგეთი ლიცენზია არ არსებობს, მაგრამ უცვლიან საქართველოში სერთიფიკატს, რომ მერე ეს ტვირთი მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნებში. სხვათაშორის, ბიზნესმენი, რომელიც ამას აკეთებს არის რუსი ბიზნესმენი ბატონი გოგელია. 

ამასობაში, ყველამ კარგად ვიცით, რომ სანქცირებულ ტვირთს საქართველოში ეზიდება ივანიშვილის ძმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს დიზელი არის მკვლელი დიზელი, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის უმძიმესი, მაგრამ ივანიშვილის ძმა არის. კი ამბობდა მე რა შუაში ვარო, მაგრამ ივანიშვილის ძმა და კაპანაძე ბიზნესპარტნიორები არიან. ამასობაში ოლიგარქიული მაფიოზური კლანი გაქვთ ჩამოყალიბებული და არაფერს ლაპარაკობთ ადამიანების გაჭირვებაზე, ტარიფებზე დაისვა საკითხი და ფეხებზე გკიდიათ, არც განიხილავთ ამას",- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics