|
2023-05-16 14:16:17, 783 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე „აზიმუტზე“ - მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან
მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომაე ირაკლი კობახიძე ავიაკომპანია "აზიმუტის" მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოღებას. კობახიძის თქმით, მოქალაქეების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე კრიტიკა სპეკულაციაა. "თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან, ეს ერთი, სპეკულაციისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. ცდილობენ სპეკულაციას იქაც კი, სადაც სპეკულაციის არავითარი საბაბიც კი არ არსებობს. თქვენ გახსოვთ, რომ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ ადამიანებმა შემოიარეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში და დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" (Azimuth Airlines), რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. მანამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი, მსურველებს კი, რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)