07:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 18:47:10, 725 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს

ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დასჯილები ყოფილიყვნენ არ არსებობდა.

"ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები, რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადება აღენიშნათ ან ტრაგიკულ შემთხვევებში სამგლოვიარო ცერემონიას დასწრებოდნენ, ეს აღარ იქნება საჭირო.

შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს.

მთავარი არის ასევე ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩვენ დავიცვათ სანქციები, რომლებიც მოქმედებს და მივესალმებით იმ ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო, სხვაგვარად ვერც იქნებოდა", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics