08:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 17:00:33, 641 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - კანდიდატის სტატუსის არ მიღება არის მათი მთავარი მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ გეგმები - ამის საშუალება არ უნდა მივცეთ

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ შევასრულოთ რეკომენდაციები, არამედ საბაბიც კი არ დავუტოვოთ ვინმეს ილაპარაკოს, რომ რაღაც არ შესრულდა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან პრაქტიკულად ყველა შესრულებულია, თუმცა, არსებობს საკითხები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცალკე ვერ გადაწყვეტს და საჭიროა, ოპოზიციის მონაწილეობა. 

მისი განმარტებით, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ხელი არ შეუშალონ რეკომენდაციების შესრულებას, რადგან მდინარაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის არ მიღება არის ოპოზიციის მთავარი მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები.

„რამდენიმე საკითხი რაც დარჩენილია, დანარჩენი პრაქტიკულად ყველა შესრულებულია ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, დამოკიდებულია ოპოზიციაზე, იქ დეპოლარიზაციის საკითხია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხია, ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე და არის ისეთი საკითხები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცალკე ვერ გადაწყვეტს. რამდენად ამის მოლოდინი გვაქვს თუ არ გვაქვს მეორე საკითხია, მაგრამ უნდა მოვუწოდოთ მათ რომ, რეკომენდაციების შესრულებას მათ არ შეუშალონ ხელი და უნდა ვამხილოთ თუ ამას გაბედავენ და გააკეთებენ საბოლოო ჯამში იმიტომ, რომ მათი გეგმები ვიცით. კანდიდატის სტატუსის არ მიღება არის მათი მთავარი გეგმის საფუძველი და მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ და ქართულმა საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რეკომენდაციების შესასრულებლად და ვინ შეუშალა ხელი ამ ყველაფერს. თუკი რომელიმე ერთი პუნქტი მაინც შეუსრულებელი დარჩება, ამის მიზეზები უნდა იცოდნენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ რომ საბაბიც კი არ დავუტოვოთ და ყველა პუნქტი შესრულდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics