|
2023-05-13 15:44:43, 830 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პუტინს ფრენები სანქცირებული „ქეშის“, ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების გადასატანად სჭირდება
პუტინს, ეს ფრენები სანქცირებული შავი ფულის - „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ და გადასატანად სჭირდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი, ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე "ტვირთის" შემოტანა-გატანა. "პუტინს, ეს ფრენები სჭირდება, სანქცირებული შავი ფულის - "ქეშის", სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად ... მოსკოვი-თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია ... რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული კომპანიებით, ინდივიდუალური მეწარმეებით, ფიზიკური პირებით იოლად "გაათეთრებენ" ... ამ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი (ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე "ტვირთის" შემოტანა-გატანა). ყველა, ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის, რუსული პარტია, პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის. ამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ დროს, ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა დავკავდეთ და ვიბრძოლოთ დაუღლელად, შეუპოვრად. ვერ უნდა მოახერხოს რუსმა ოლიგარქმა, რომ სხვა მისთვის სასურველი თემები მოახვიოს საზოგადოებას თავს ... ურთულესი, მაგრამ დაძლევადი ამოცანა გვაქვს. მოქმედება და მხოლოდ მოქმედება",- წერს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)