08:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 19:29:50, 895 ნახვა

პოლიტიკა
თუთბერიძე - ეს არ გახლავთ სტრასბურგის საბოლოო პასუხი, ეს იყო დროებით ღონისძიებას, საქმის განხილვა მიმდინარეობს

ეს არ გახლავთ ევრო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი პასუხი ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.

"ეს არ გახლავთ ევრო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს. ეს არის პროცედურული ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ, ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხი ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლავთ სწორედ ეს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ეს პროცედურული ნაწილი არის მხოლოდ, რაზეც დღეს დღეობის მივიღეთ პასუხი", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics