16:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 14:49:25, 934 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - შევაგროვებთ ფულს, ვუყიდით ბილეთს, ოღონდ „ქართული ოცნება“ გაფრინდეს მოსკოვში და უკან აღარ ჩამოფრინდეს

შევაგროვებთ ფულს, ვუყიდით ბილეთს, ოღონდ "ქართული ოცნება" გაფრინდეს მოსკოვში და უკან აღარ ჩამოფრინდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური პარტიისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები "მძიმე მოსასმენია".

"ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები და განსაკუთრებით ღარიბაშვილის განცხადებები ძალიან მძიმე მოსასმენია - ადამიანურად მართლა მიჭირს მოსმენა... ასე მგონია, რომ სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის კარიკატურა მელაპარაკება. მათ ჰქონდათ ასეთი აჩემებული ტერმინი - "შეგვეჯიბროს ვინმე საქართველოს სიყვარულში".

თუ "ქართული ოცნება" იყიდის ბილეთს ერთიანად და ერთიანად გაფრინდებიან აქედან, მაგას რა ჯობია. სიამოვნებით, ჩვენ თვითონ შევაგროვებთ ფულს, ვუყიდით ბილეთს, ოღონდ ეს უმრავლესობა გაფრინდეს მოსკოვში და უკან აღარ ჩამოფრინდეს",- ამბობს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics