08:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 12:24:47, 1065 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ როთი PES-ის დატოვებაზე - სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი „ქართული ოცნების“ მიერ "ევროპის სოციალისტური პარტიის" დატოვებას ეხმაურება.

როთის თქმით, PES-ის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ არ არსებობს და სოციალ-დემოკრატობა ყოველთვის და ყველგან არის თავისუფლების, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ერთგული.

„აღმაშფოთებელია! PES-ის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ არ არსებობს! სოციალ-დემოკრატობა ყოველთვის და ყველგან არის თავისუფლების, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის ერთგული. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება",- წერს როთი.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 მაისს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპის სოციალისტური პარტიის" (PES) დამკვირვებელი წევრის სტატუსს ტოვებს.

PES-ის რიგების დატოვების შესახებ მმართველი პარტიის განცხადებას წინ უძღოდა თავად "ევროპის სოციალისტური პარტიის" კომენტარი, რომლის მიხედვითაც, PES-ი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობას გმობდა და ამბობდა, რომ მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს სიტყვით 4 მაისს მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics