|
2023-05-12 09:30:39, 937 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - კონსერვატიულობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი იდეაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა "ძალიან წარმატებული პროექტია". თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი იდეა კონსერვატიულობაა. „ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების. თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო. ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით. შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) მონაწილეებს სიტყვით 4 მაისს მიმართა. კონფერენციაში საქართველოს მთავრობის მეთაურის მონაწილეობა დაგმო "ევროპის სოციალისტურმა პარტიამ" (PES) და განაცხადა, რომ მომდევნო სხდომაზე "ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავდა. ვიდრე PES-ი საქართველოს მმართველ პოლიტიკურ პარტიას სტატუსს შეუჩერებდა, მათი რიგების დატოვების გადაწყვეტილება თავად "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. "ევროპის სოციალისტური პარტიის" დატოვების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 11 მაისს პოლიტიკური საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გამოაცხადა.
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)