|
2023-05-11 21:40:38, 927 ნახვა
პოლიტიკა
კიევი: რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას, ეშმაკთან გარიგებას კი ეშმაკი იგებს
ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ მოსკოვის ერთგვარი მადლიერებაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს და შეანელა მოძრაობა ევროკავშირში. "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, შესაბამისი კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ გამოაქვეყნა. „ჩვენ განვიხილავთ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გააუქმოს რუსეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს საჰაერო მიმოსვლა, როგორც პოლიტიკური კომპენსაცია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უარის სანქციების დაწესებაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკრაინაზე თავდასხმის გამო. ევროინტეგრაცია ... რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგების დადებას. ეშმაკთან გარიგებისას კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს“, - თქვა მან. ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა და დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება უწოდა. მისივე თქმით, რუსეთში 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება მათ გაუადვილებს საქართველოში ჩამოსვლას, ახლობლების ნახვას და გადაადგილებას.
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)