09:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 15:44:53, 791 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ ჯარებს გაიყვანდა

პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან", დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას.

როგორც დეგნანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არავის სჯერა, რომ პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ მიიღო.

"მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, თუმცა ჩნდება შეკითხვა - რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ზოგჯერ რუსებს იყენებს სხვა ქვეყნებში, რათა იმ ქვეყნების საქმეებში ჩაერიოს. უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია ასობით ათასი რუსით, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და შეიძლება კიდევ მილიონიც ჩამოვიდეს ფრენების გახსნის შემდეგ.

პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან", დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას. სწორედ ამას დააფასებდა ქართველი ერი როგორც ჭეშმარიტ ჟესტსა და გულწრფელ კეთილ ნებას. გავიხსენოთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს დაესხა თავს საქართველოს; რუსეთი, რომელმაც დაიპყრო ეს ქვეყანა, რომელიც 1970-იან წლებში ცდილობდა ქართული ენის გაუქმებას. ძალიან უცნაურია, როდესაც ესალმები ამ ჟესტს იმ ქვეყნისგან, რომელიც ახლა უკრაინასთან ასეთ სასტიკ ომს აწარმოებს",- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics