|
2023-05-11 15:24:18, 820 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არ არის
„არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის, რა თქმა უნდა არ არის. ეს რომ ასე იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, თუმცა საკმაოდ მკაცრი რეჟიმი მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ იმიტომ, რომ ფრენები და სავიზო რეჟიმი არის სრულიად სხვა რამე და სტრატეგიული პარტნიორობა არის სრულიად სხვა რამე“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ არაერთ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას აქვს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან. მისივე თქმით ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი წარმოაჩინოს ისე, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. „რაც შეეხება ფრენებს. საუბარი ჰქონდა ჩვენს კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ არის არაერთი ქვეყანა სადაც არის ფრენები. მათ აქვთ პარტნიორობა დასავლეთთან, თუმცა ფრენები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის არის ისრაელი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და არის პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ასევე არის თურქეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ნატოს წევრი ქვეყანა და იქაც ხორციელდება ფრენები. ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი- აქაც არის პირდაპირი ფრენები. მთლიანობაში ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეკულაციებშიც არ არსებობს არავითარი საფუძველი. ოპოზიცია ცდილობს ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა რუსეთის მხრიდან ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. ასეთი სპეკულაციებიც კი გვესმის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)