10:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 18:42:58, 897 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი - რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მესამე ქვეყნის გამოყენებით აღარ მოუწევთ

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე და ეკონომიკის ყველა დარგში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხის კომენტირებისას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო სექტორი აქტიურად ახდენს ბიზნესოპერირებას და სამეწარმეო საქმიანობას. აქედან გამომდინარე, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისები  მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირისთვის და შესაბამისად, მათი ოჯახების წევრებისთვის.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობაზე ზრუნვა - საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ძალიან რთულად, მესამე ქვეყნების გავლის გზით უწევდათ სამშობლოში დაბრუნება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. საკმაოდ რთული გზაა ასევე სახმელეთო საზღვრის გამოყენებაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეს ნაწილი, ამ გადაწყვეტილებით სამშობლოში მეტი ინტენსივობით, უფრო კომფორტულად და მისაღები ფასებით  შეძლებს დაბრუნებას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics