11:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 19:44:58, 761 ნახვა

პოლიტიკა
ვუჩიჩს მიაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სერბეთის საუკეთესო მეგობრები იქნებიან

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში კოსოვოს შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები მომავალში საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან.

მანამდე ბელგრადმა მოითხოვა ცვლილებები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კერძოდ, სერბეთი ითხოვს რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სიტყვები „და ევროპის საბჭოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფო“.

„ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. თუ არ დამთანხმდებიან, რეიკიავიკში არ წავალ მწვერვალზე. ცხადია, პრინციპები არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გასულ თვეში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. ამას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთიაც, რომელმაც ოფიციალურად ცნო კოსოვო. უკრაინამ, ისევე როგორც ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ კენჭისყრაში თავი შეიკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics