11:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 16:37:21, 719 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძემ პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის თავდაცვის მინისტრი ჰელენა კარეირასი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კი, თავდაცვის სამინისტროში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. 

კოლეგებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰელენა კარეირასს მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის. 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და პორტუგალიელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის მინისტრებმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ჰელენა კარეირასი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ვიზიტის ფარგლებში ჰელენა კარეირასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics