|
2023-05-09 11:49:16, 897 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე კომენტარი გავაკეთო?! - საკუთარ თავს მიხედოს! [ვიდეო]
ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას. ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარესთან, დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დავით არახამია და ქართული ოპოზიცია კოორდინაციაში იყვნენ იმისთვის, რომ საქართველოში გადატრიალება მომხდარიყო. "თქვენ გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო?! მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი [დავით არახამია] და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური პოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც. ერთადერთი მიზნით, რომ აქ რამე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. საზოგადოებამ ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას, ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში", სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)