|
2023-05-08 14:14:50, 877 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მოვუწოდებთ სემეკ-ს ტარიფების შემცირებისკენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, დავით ნარმანიას პარლამენტში დავიბარებთ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფების შემცირებისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ტარიფების გადახედვა არ მოხდება, სემეკ-ის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას პარლამენტში დაიბარებენ. „ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 11 თეთრი რომ ღირდა ელექტროენერგია, ის განახევრდებოდა და 5-6 თეთრი გახდებოდა. ამასობაში, 2023 წელია და 7 თეთრით არის გაძვირებული ყველაზე იაფი დენი, ვგულისხმობ 11-თეთრიანი ელექტროენერგია დღეს ღირს 18 თეთრი და ყველაზე ძვირი, რაც ღირდა ელექტროენერგია 300 კილოვატზე მეტი, 18 თეთრიდან გაიზარდა 26 თეთრამდე. 2020 წელს დამატებით კიდევ 11 თეთრით გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო ელექტროენერგია. 2020 წელს სემეკ-მა გამოგვიცხადა, რომ დოლარის კურსი როგორც კი გადასცდება 2.5-ს, ამის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ელექტროენერგიის გაძვირება და გააძვირეს, კიდევ დამატებით 3.5 თეთრით. 2020-21 წელს, დოლარის კურსი ოფიციალურად იყო 3.1-3.2. ამასობაში, უკანასკნელი თვეებია, დოლარის კურსი სტაბილურად არის 2.49 თეთრი. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს სასწრაფოდ ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას და მინიმუმ გაუთანაბრდეს 2019 წლის მდგომარეობას როგორც ელექტროენერგიის გადასახადი, წყლის გადასახადი და ასევე გაზის გადასახადიც. ამ პრობლემების მოსაგვარებლად და იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მნიშვნელოვანია, შეიკრიბოს სემეკი და იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, რაც 2020 წელს თქვა, რომ დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად შეცვალოს ტარიფი, ახლა დოლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, შეუძლიათ შეამცირონ ტარიფი და თუ ამას არ გააკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებს საპარლამენტო ბერკეტს და დავით ნარმანიას, სემეკ-ის კორუმპირებულ, ქურდ, მძარცველ კაცს, რომლის ხელფასი 15 ათასი ლარია თვეში, დავიბარებთ პარლამენტში, რომ საზოგადოებას გასცეს პასუხი. ასევე, უახლოეს დღეებში ჩვენ მოვამზადებთ განცხადებას, წერილს, რის მეშვეობითაც ოფიციალურად მივმართავთ სემეკ-ს ტარიფის გადახედვის აუცილებლობასთან დაკავშირებით და ბოლოს კიდევ ერთს დავამატებ - ყველამ კარგად იცის, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა და უჩა მამაცაშვილმა გააჩინეს შუამავალი კომპანია და დამატებით გარდა იმისა, რომ დოლარის კურსის სხვაობით სარგებლობენ და ძარცვავენ ხალხს, ასევე ამ შუამავალი კომპანიის მეშვეობით უჩა მამაცაშვილი დამატებით მილიონებს იღებს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან. ამიტომ, დავით ნარმანიას, სემეკ-ს, „რუსულ ოცნებას“ მოვუწოდებ დოლარის კურსის შესაბამისად სასწრაფოდ მოხდეს ტარიფების შემცირება", - განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)