12:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-07 15:59:58, 1177 ნახვა

პოლიტიკა
2022 წელს რუსეთის ფედერაცია 1,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა - ნახეთ რამდენი შემოვიდა საქართველოში

2022 წელს რუსეთის ფედერაცია 1,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა, რის გამოც რუსეთის შრომის ბაზარმა 1998 წლის შემდეგ კადრების ყველაზე დიდი დეფიციტი განიცადა.

ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

რუსეთი თითქმის უდავოდ განიცდის მუშახელის ყველაზე დიდ დეფიციტს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოკითხა 14000 დამსაქმებელი და დაადგინა, რომ თავისუფალ მუშაკთა რაოდენობა ყველაზე დაბალ დონეზეა 1998 წლის შემდეგ.

ისინი დასძენს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, COVID-19-ის გავლენისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთის მოსახლეობა მოსალოდნელზე 2 მილიონით მეტი შემცირდა.
გარდა ამისა, 2022 წელს რუსეთი 1,3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა და კარგად განათლებული ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ მოწინავე ინდუსტრიებში.
რუსეთის ფედერაციის ტელეკომის და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ IT მუშაკების დაახლოებით 10% (100 ათასი) 2022 წელს დატოვა ქვეყანა და არ დაბრუნდა.

"მობილიზაცია, ისტორიულად მაღალი ემიგრაცია, დაბერება და მოსახლეობის კლება ზღუდავს მუშახელის მიწოდებას. ეს, სავარაუდოდ, შეამცირებს რუსეთის ეკონომიკის პოტენციურ ზრდას და დააჩქარებს ინფლაციას", - ამბობს ბრიტანული დაზვერვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამობილიზაციო სამუშაოები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის თქმით, რუსების სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ელექტრონული გამოძახება არ გამოიწვევს პროტესტს, მაგრამ გაზრდის აგრესორი ქვეყნის მოსახლეობის დეპრესიულ მდგომარეობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ადრე დასავლელი ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ პუტინის მობილიზაცია კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას, რადგან მოსკოვს არ აქვს გეგმა ქვეყნიდან გაქცეული მუშების და მობილიზებული მუშაკების შეცვლაზე.

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა – ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა.

შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში ჯამში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ მესამედზე მეტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics