12:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 13:29:15, 982 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილმა, ლილუაშვილმა და მათმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველო გადაქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად

ივანიშვილმა, ლილუაშვილმა, მამაცაშვილმა, ფარცხალაძემ და მათმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველო გადაქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ჩვენ ვიცით რომ მაგალითად, ორი თვის უკან კობახიძე და მდინარაძე, "რუსული ოცნების" მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ არანაირი "ქოლცენტრი" საქართველოში არ არისო და ამასობაში აღმოჩნდა, რომ ორი კვირის წინ "ანტიკორუფციული მოძრაობა" მივიდა და ნამდვილად ყოფილა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს და ახლა ამბობენ, რომ "ქოლცენტრი" დაკეტეს, ოღონდ უნდათ, რომ კონკრეტული სახელი და გვარები ოპოზიციას დაუკავშირონ.

საზოგადოებას, ასეთი მარტივი ტყუილებით, ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის,რომ თუ ვინმეს აქვს ქოლცენტრი და თუ ვინმე მფარველობს, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე  ჭიკაიძე, მთელ ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ ქოლცენტრები. დედაქალაქი აქციეს ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ეს ასე არ არის, ოპოზიცია თავად ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას და გაურბიან, არ უნდათ, როგორ შეიძლება ჩვენ ვითხოვოთ გამოვიძიოთ, დავდოთ მტკიცებულებები, ისინი ამბობენ, არა არ გამოვიძიოთ.

შესაბამისად, ეშინიათ გამოძიების. ცხადია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მხოლოდ მას აქვს ინტერესი, ამ ტრანს-ნაციონალურ დანაშაულში.

წარმოუდგენელი რამეა, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ჰყავდათ გერმანიაში დაბარებული და აუწიეს ყური. აბა კითხეთ გრიგოლ ლილუაშვილს, გერმანიაში ყური აგიწიეს თუ არა? იმიტომ, რომ ტრანს-ნაციონალური დანაშაულის მექადაა დედაქალაქი გადაქცეული,  ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ასეთ უმძიმეს დანაშაულზე ცხადია ეკისრება ხელისუფლებას. გამორიცხულია სუს-ის, ივანიშვილის, მამაცაშვილის, ამ კრიმინალური დაჯგუფების გარეშე, რაიმე ასეთი ოფისი ჰქონდეთ. თქვენ გადაწყვიტეთ და თუ მოაწყობთ ამ ოფისს, მერე დამიკავშირდით“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 მაისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის დალუქულია ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics