13:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 21:17:02, 1286 ნახვა

სამართალი
გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტზე რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა ორი კი დაიჭრა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

"ექსპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.

დღეს ღამით, თბილისში ვერაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაიჭრეს. ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა". მეორე დაჭრილი პირი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც სროლის მომენტში მაღაზიიდან გამოდიოდა. სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics