|
2023-05-02 22:23:52, 1563 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასრულდა. როგორც სერგო შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმ საკითხებს, რაზეც ყოფილმა გამომძიებელმა, ტელეკომპანია "ფორმულასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. „იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მესმის, რომ მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა ამ შემთხვევაში, მეტი კომენტარის გაკეთების საშუალება არ გვაქვს. კითხვები შეეხებოდა ძირითადად იმას, რაზეც უკვე გადაცემაში ისაუბრა. ასევე, კითხვები იყო მობილურ ტელეფონთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ფართო კომენტარს ვერ გავაკეთებთ ისევ და ისევ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე. დამატებით შეკითხვებს ბატონი სერგო გასცემს, როდესაც სურვილი ექნება. რაზეც ისაუბრა გადაცემაში, ყველაფერი ისაუბრა სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუ, რომელშიც ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)