|
2023-05-01 12:12:17, 1112 ნახვა
სამართალი
გრიგორიადისის ადვოკატი - გვაქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომ პატიმრობა სხვა აღკვეთი ღონისძიებით შეიცვალოს
გვაქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომ პატიმრობა სხვა აღკვეთი ღონისძიებით შეიცვალოს,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა. ბითაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი თავიდანვე არ არსებობდა. "დაცვის მხარემ ბრალდების მხარესთან გაცვალა მისთვის არსებული მტკიცებულებები. დღეს განიხილება ამ მტკიცებულებების დასაშვებობა დაუშვებლობის საკითხი, ასევე, სადავოობა უდავოობა და ბოლოს განიხილება აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, კერძოდ, პატიმრობაში დარჩეს თუ არ დარჩეს ბრალდებული, რისთვისაც, დაცვის მხარე სრულ მზადყოფნაშია. მე, როგორც დაცვის მხარეს, მიმაჩნია, რომ არც თავიდან არსებობდა იმის საფუძველი, რომ ბრალდებული ყოფილიყო პატიმრობაში, მაგრამ, მითუმეტეს დღეს გვაქვს ჩვენ არგუმენტირებული შუამდგომლობა, რითიც ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო შეცვლის ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას, პატიმრობა, გვაქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები ამისთვის",- განაცხადა ბითაძემ. აღსანიშნავია, რომ დღეს, 1-ელ მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა იწყება. პროცესის პარალელურად, 16:00 საათზე სასამართლოსთან ასევე მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართება. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)