22:03 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 14:26:57, 2658 ნახვა

ომი უკრაინაში
ეროვნული გვარდიის 131 ჯარისკაცი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, რუსეთის ტყვეობაშია - რადას დეპუტატი

უკრაინის ეროვნული გვარდიის 131 ჯარისკაცი, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, დღემდე რუსეთის ტყვეობაში რჩება. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ოლჰა ვასილევსკამ განაცხადა.

ვასილევსკას თქმით, დღეს, ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წლისთავზე, რუსეთი იყენებს ატომურ ელექტროსადგურებს უკრაინის ჯარების შეკავებისა და კაცობრიობის დაშინების მიზნით, რაც ბირთვული უსაფრთხოების ყველა სტანდარტს არღვევს.

"131 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის სადგურს იცავდნენ 2022 წლის 24 თებერვალს, მტრის ტყვეობაშია უკვე მეორე წელია, თავისუფლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად", - განაცხადა სახალხო დეპუტატმა.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 2022 წლის 24 თებერვალს, ომის დაწყების პირველივე დღეს დაიკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics