13:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 22:13:51, 1507 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას ე,წ აყვანილი შვილი რუსმა ძალოვნებმა მარიუპულიდან მოიპარეს

რუსეთის ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას უკრაინიდან„ აყვანილი შვილი“ მარიუპოლში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოიპარეს - ამის შესახებ საგამოძიებო ჯგუფი  „სქემები“ წერს.

გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მოაზრდი დონეცკში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ „მეტროს“ სუპერმარკეტში მისვლისას გაიტაცა. იქ იმ დროს ჰუმანიტარული დახმარება დარიგდა“, - ამბობს მასწავლებელი ფილიპა გოლოვნია.

მასწავლებელი ასევე უარყოფს რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ფეიქებს, რომ ფილიპი „მისმა მეურვეებმა გააძევეს“. 11 წლის ასაკში ბიჭმა დაკარგა დედა და მას შემდეგ გაიზარდა მამისა და მამის მეუღლის ოჯახში. მასწავლებლის თქმით, ბიჭს ყოველთვის კარგად ეპყრობოდნენ.

მარიუპოლიდან ფილიპე ოკუპირებულ დონეცკში გადაიყვანეს, სადაც პირველად იძულებით მოათავსეს რეგიონალურ საავადმყოფოში. შემდეგ კი "ბავშვთა სოციალურ ცენტრში" (2022 წლის 27 მაისამდე).

იქიდან კი ის და სულ მცირე 30 სხვა უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს რუსეთში - მოსკოვის რეგიონის პოლიანის პანსიონატში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ნაწილია.

სწორედ იქ დაინახა ის ბიჭი "ობმუდსმენმა" ლვოვ-ბელოვმა.

ფილიპი მარიუპოლში ცხოვრობდა მეურვეებთან - სერგეი გოლოვნიასთან, რომელიც დედის ყოფილი ქმარია,მოზარდის დედა გარდაიცვალა 2017 წელს, მამაკაცის ახალი მეუღლეა ირინა კალატალოვა. თავად ჟურნალისტებმა ისინი ვერ იპოვეს, მაგრამ რამდენიმე ოჯახის ნაცნობმა თქვა, რომ მეურვეებმა ფილიპე სახლიდან არ გაუძევებიათ.

ფილიპეს მამინაცვალის, სერგეი გოლოვნიას ძმამ თქვა, რომ ირინა კალატალოვა ფილიპს კარგად ეპყრობოდა. „ურთიერთობები ნორმალური იყო, თუმცა ფილიპს ხასიათი ჰქონდა. სერგეი მას ვერასოდეს გააგდებდა სახლიდან, ცოტათი ჩხუბი შეეძლოთ,  თუმცა ბავშვს ყველანაირი ზრუნვა ჰქონდა. მეტიც, ჩემს ძმას ჰყავს ცოლი ირა, რომელიც ფილიპს ძალიან კარგად ეპყრობოდა“, – ამბობს ის.

სად არიან ახლა ფილიპეს მეურვეები, უცნობია. არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი შესაძლოა დარჩნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში.

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერთან ერთად, ასევე გასცა რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას ორდერი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა რუსი ჩინოვნიკები პასუხისმგებელი იყვნენ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე. როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი, იულია ლატინინა ამბობს, სწორედ ლვოვა-ბელოვამ გაუწია ფასდაუდებელი სამსახური საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორებს, როცა ვლადიმირ პუტინს ჩართული კამერების წინ უპატაკა, „ჩვენ შევასრულეთ თქვენი ბრძანება, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ მოვიტაცეთ უკრაინელი ბავშვებიო“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics