2023-04-19 09:12:12, 1362 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან 10 ჩამოვაგდეთ
გუშინ, გვიან ღამით რუსული ძალები ოდესის ოლქს თავს Shahed-ის დრონებით დაესხნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაშვებული 12 Shahed დრონიდან 10 ჩამოაგდეს.
"ღამით მტერმა ოდესის რეგიონს "შაჰედ-131/136"-ის ტიპის "კამიკაძე დრონებით" შეუტია.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 10 თავდასხმის დრონი. დარტყმა დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის ობიექტბზე. ხანძარი სამაშველო სამსახურებმა დროულად ჩააქრეს.
ხალხი არ დაშავებულა",- აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,