16:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 17:13:00, 1351 ნახვა

ომი უკრაინაში
შმიგალი - საფრანგეთი მზადაა უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყოს

საფრანგეთი მზადაა უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყოს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი Twitter-ზე წერს.

შმიგალის თქმით, თანხის ნაწილი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

"საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრთან, ბრუნო ლე მაირთან მქონდა საუბარი SpringMeetings2023-ის ფარგლებში. საფრანგეთი მზადაა გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში უკრაინას 2 მილიარდი ევრო გამოუყოს. თანხის ნაწილი ქვეყნის აღდგენას მოხმარდება",- წერს შმიგალი.

ცნობისთვის, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა 2023 წლის განმავლობაში იაპონიისგან 3,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. აღნიშნული თანხები განკუთვნილია ჰუმანიტარული და სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად. 

გარდა ამისა, უკრაინისთვის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გაწევისთვის ასევე მზადაა შვეიცარიაც. საუბარია 1,7 მილიარდი დოლარის მიწოდებაზე, რომელიც მას 2028 წლამდე უნდა გადაეცეს.

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ განიხილავს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის უნფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენოს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics