16:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 14:24:24, 1843 ნახვა

ომი უკრაინაში
Human Rights Watch - ხერსონის ოკუპაციის დროს, რუსი სამხედროები ადამიანებს უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ

რუსეთის ჯარებმა ოკუპაციის დროს უკანონოდ დააკავეს და აწამეს ქალაქ ხერსონისა და მისი შემოგარენის მცხოვრებლები. აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის - Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 34 ადგილობრივის, მათ შორის ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრების ინტერვიუებს ეფუძნება.

ორგანიზაციის ცნობით, წამებასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, თბოენერგეტიკოსების ქუჩაზე, ასევე პერეკოპსკაიას ქუჩაზე მდებარე დაკავების ცენტრში და დროებითი მოთავსების იზოლატორებად გადაკეთებულ ქალაქის ადმინისტრაციაში, სკოლასა და აეროპორტის შენობებში.

”რუსულმა საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს საშინელი წამება და სხვა სახის შეურაცხყოფა ხერსონის მაცხოვრებლების წამების ცენტრში თბოენერგეტიკოსების ქუჩაზე და მრავალ სხვა საპატიმრო დაწესებულებაში. ამ საზარელ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ. ასევე წამების მსხვერპლებმა და მათმა ოჯახებმა უნდა მიიღონ ანაზღაურება მათი ტანჯვისთვის და ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ”,- განაცხადა Human Rights Watch-ის უკრაინელმა მკვლევარმა, იულია გორბუნოვამ.

ორგანიზაციის ცნობითვე, პატიმრებს ჯოხებითა და რეზინის ხელკეტებით სცემდნენ, იყენებდნენ დენს და სიკვდილით ემუქრებოდნენ. ამასთან, წამების სამმა შემთხვევამ ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.

"იქ ხუთი ადამიანი იყო. ყველა მათგანი სცემეს. ერთი ფეხში იყო დაჭრილი, მეორეს ნეკნი ჰქონდა მოტეხილი. ჩვენ გვესმოდა ნაცემი ხალხის ყვირილი მთელი დღე და ღამე. ადამიანები ყვიროდნენ დილის სამ საათზე და საღამოობით. მათ სამედიცინო დახმარებას არავინ უწევდა“,- განუცხადა ორგანიზაციას ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ.

რუსი მესაზღვრეები ასევე ამცირებდნენ დაკავებულებს და აიძულებდნენ ეყვირათ პრორუსული ლოზუნგები, მოესმინათ და ემღერათ რუსეთის ჰიმნი და პატრიოტული სიმღერები.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი  ან ომის კანონები, მათ შორის 1949 წლის ჟენევის კონვენციები, ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი პროტოკოლი და საერთაშორისო სამართალი.

წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვა არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური აკრძალვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალში. 

"ვერც ერთი გარემოება ვერ გაამართლებს წამებას. თავისუფლებააღკვეთილს უნდა მიეწოდოს სათანადო საკვები, წყალი, ტანსაცმელი, თავშესაფარი და სამედიცინო დახმარება. ჟენევის კონვენციები ავალდებულებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, დაუშვან წითელი ჯვრის წვდომა საერთაშორისო კომიტეტის მიერ დაკავებულ სამოქალაქო პირებთან და სამხედრო ტყვეებთან.

რუსეთს და უკრაინას აკისრიათ ვალდებულებები ჟენევის კონვენციებიდან გამომდინარე, გამოიძიონ სავარაუდო სამხედრო დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია მათი ძალების მიერ ან მათ ტერიტორიაზე და სათანადოდ დასაჯონ დამნაშავეები",- აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედრო ოპერაციები ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს - ბრძოლის პირველი ეტაპზე 2002 წლის 24 თებერვალს დაიწყო და 2022 წლის 3 მარტს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქის ოკუპირებით დასრულდა, რის შედეგადაც  "ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია" ჩამოყალიბდა.

ამასთან, 2022 წლის 9 ნოემბერს რუსეთის სარდლობამ ხერსონის დეოკუპაციის შესახებ გამოაცხადა.  11 ნოემბერს კი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ხერსონში შედიოდნენ.

ქალაქიდან გასვლამდე რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს ქალაქის ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროენერგია და წყალმომარაგება, სატელევიზიო ანძა, სატელევიზიო ცენტრი, ანტონოვსკის ხიდი და სულ მცირე 6 სხვა ხიდი ხერსონის რეგიონში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics