18:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 15:07:20, 1787 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 14 244 დაშავდა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 14 244 დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუსული ძალების თავდასხმის ქვეშ დაფიქსირდა, მათ შორის 3 927 ადამიანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაიღუპა, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა.

„OHCHR თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დაუდასტურებელია“,- აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში.

ამასთან, გაეროს საგამოძიებო ორგანომ გასულ თვეს დაადგინა, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაზე "განურჩეველი და არაპროპორციული" თავდასხმები განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიზმანმიმართულ და სასტიკ მოპყრობას უარყოფს.

OHCHR-ის ცნობითვე, ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლუგანსკის, ქალაქ მარიუპოლში და დონეცკის ოლქის ქალაქებში - ლისიჩანსკში, პოპასნაისა და სევეროდონეცკში დაიღუპა და დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics