07:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 12:05:40, 946 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები - კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობების მისაღწევად, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით,  სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება.

"წარმოგიდგენთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას ხელისუფლებისადმი: გასულ თვეში, საქართველოს მოქალაქეებმა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ, ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით, ვაჩვენებთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ, შესაძლოა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციები თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეკომენდაციებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობების მისაღწევად და ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მთავარი ძალისხმევა იქნება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics