|
2026-11-02 16:19:33, 375 ნახვა
პოლიტიკა
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, რუსეთიდან იყო
2026 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 596.8 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პროცენტულად ყველაზე მეტი ვიზიტი – 26.7 პროცენტი, რუსეთიდან იყო. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.0%-იანი წილით.
ჯამში, 2026 წლის III კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც, საქსტატის ცნობით, 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტორთა 40.1 პროცენტის ასაკი 31-50 წელი იყო.
საერთაშორისო ვიზიტორების 82.1 პროცენტს ტურისტები შეადგენდნენ. მხოლოდ ექსკურსანტების [ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე] წილმა 14.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)