|
2023-04-11 10:27:03, 1002 ნახვა
საზოგადოება
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების შესახებ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ექსპერტებმა მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ახლადშექმნილი მგვ ორგანიზაციების ოპერირების და ბიზნესგეგმების შემუშავების მექანიზმებზე იმსჯელეს. „მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციებმა გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა, როგორ შეიმუშაონ სტრატეგიები, აუდიტი, მარკეტინგი და შექმნან მოქნილი სისტემა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურამანიძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC და დანიური ორგანიზაცია COWI ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების შესახებ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ექსპერტებმა მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ახლადშექმნილი მგვ ორგანიზაციების ოპერირების და ბიზნესგეგმების შემუშავების მექანიზმებზე იმსჯელეს. „მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუციებმა გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა, როგორ შეიმუშაონ სტრატეგიები, აუდიტი, მარკეტინგი და შექმნან მოქნილი სისტემა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურამანიძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC და დანიური ორგანიზაცია COWI ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, რუსეთიდან იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)