07:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 15:03:38, 759 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი რესპუბლიკურზე - შემოთავაზებულ პროექტს მივესალმები და მჯერა, რომ ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა

„წლების წინ, აქ ჩამოსული იყვნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები და როდესაც ეს კლინიკა (რესპუბლიკური) შეისწავლეს, მათი აზრიც ასეთი იყო, რომ მისი რეაბილიტაცია ძალიან რთული იქნებოდა და რჩევაც, რომ აქ აშენებულიყო ახალი საავადმყოფო”, - აღნიშნულის შესახებ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა განაცხადა. 

ზურაბ ორჯონიკიძემ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საავადმყოფოს განვითარებას მიესალმება. 

„ჩემი აზრით, ეს კლინიკა ყოველთვის უნდა იყოს სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქვეყნის ძირითადი ბაზა, ექიმების მომზადებისთვის. დღევანდელ პრობლემასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ 2025 წლისთვის, ახალი მოთხოვნები იქნება კლინიკებთან დაკავშირებული, რომლის დაკმაყოფილება ქვეყანაში სულ რამდენიმე კლინიკას თუ შეუძლია. რაც შეეხება შემოთავაზებულ პროექტს, მე მივესალმები და მჯერა, რომ ეს განხორციელდება და რამდენიმე წელიწადში, ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა”, - განაცხადა თსსუ-ს კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics