16:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 14:04:30, 1260 ნახვა

სამართალი
ნინო ქადაგიძე - ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას, სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე [ვიდეო]

მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა შემუშვდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც სასამართლოში რამე ფორმით ჩარევას გამორიცხავს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში.
არცერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი, ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორიც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე. ვიქნები თითოეული ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტი.

მე ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი, მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მე ვთვლი, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან, ამიტომ შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნეს შემუშავებული, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რამე ფორმით ჩარევას, აგრეთვე, მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics